დღეს მარნეულმა, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებას უმასპინძლა.
ფილმის ჩვენება, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მოეწყო, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, რესურსცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე, თავად რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს ცდუნებას. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისსა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
ფილმში ცოცხლდებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე სულხანიშვილი და სხვები.
ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებებმა მთელი საქართველო მოიცვა, დღეს კი მარნეულში მისი 78 -ე ჩვენება მოეწყო, რომელმაც საოცარი ემოცია იქონია დამსწრე საზოგადოებაზე.
ფილმის დასასრულს რეჟისორმა მარნეულელ მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
სიახლეები
მარნეულში მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართა
15 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6413
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
426
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28818
იან 09 ორშ 2017
28376
აგვ 30 სამ 2016
30384
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28087
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728