დღეს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის, აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორები ეწვივნენ, რომელთაც ქვემო ქართლის მხარის ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღევანდელ შეხვედრას მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რესურს ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ლექციები, უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემასთან დაკავშირებით აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა.
სიახლეები
მარნეულს ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორები სტუმრობდნენ
12 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6020
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
428
აპრ 22 ოთხ 2020
15595
აპრ 22 შბ 2017
28821
იან 09 ორშ 2017
28377
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25730