მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის საბავშვო ბაღებში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება ინერგება
07 დეკ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, მარნეულისა და გარდაბანში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დასანერგად  ტრენინგს  მართავენ.

აღსანიშნავია, რომ  სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ახალი სახელმძღვანელოს მიზანია,  ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი განათლების  სწავლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.

ტრენინგს ასევე ესწრებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება“- ის დირექტორი ზაურ  ქარამოვი. 

2019 წლის ბოლომდე "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4891
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1953
სექ 19 სამ 2023
2225
ივლ 05 ოთხ 2023
2356
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930