მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტ „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება“-ს დახურვა
27 თებ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“  ფარგლებში,  შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე  პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და მათი განვითარების პერსპექტივები იქნა განხილული.
პროექტი „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, რომლის განხორციელება 2016 წლის მარტში დაიწყო.  პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტებს ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებდა.
პროექტი მიზანად ისახავდა  რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3834
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2172
სექ 19 სამ 2023
2409
ივლ 05 ოთხ 2023
2540
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031