12 თებერვალს, მარნეულის კულტურის სახლში, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესისა და პარლამენტის წევრ რუსლან გაჯიევის ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო პოეტის, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერის, ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ქვემო–ქართლში სახელმწიფო–რწმუნებული გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მისი მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ახლაგაზრდებმა გაიხსენეს მწერლის შემოქმედება და წაიკითხეს ლექსები, ხოლო აშუღებმა ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან იაგუბი 2016 წლის იანვარში გარდაიცვალა.
სიახლეები
პოეტ ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
12 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3935
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
428
აპრ 22 ოთხ 2020
15595
აპრ 22 შბ 2017
28821
იან 09 ორშ 2017
28377
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25729