მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის პრეზენტაცია მარნეულში
08 დეკ 2017
 

7 დეკემებრს,  მარნეულის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.  
შეხვედრის მონაწილეებმა  ამომწურავი ინფორმაცია  მიიღეს  სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსების მიმართულებების, პროგრამაში მონაწილეობის პირობებისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ.  

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა თემატური დაფინანსების მექანიზმია, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:
1. პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
2. ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;
3. სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს.  
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგებს აცნობს პროექტის ავტორს.
საგრანტო პროექტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები განიხილავენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3918
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2219
ივლ 05 ოთხ 2023
2345
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930