მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში
18 ნოემ 2017
 

დღეს მარნეულში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დაგეგმილ აქტივობებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, ასევე ოჯახებით ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე და პარლამენტის დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და თვითმმართველობის თანამშრომლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა კულტურის ცენტრის ეზოში, ტოლერანტობის პრინციპების პატივისცემის სიმბოლოდ ფერადი ფრანებიც გაუშვეს, რომლებზეც ტოლერანტული შინაარსის შემცველი სიტყვები დაიტანეს. დღესვე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და მშვიდობის მიღწევისათვის. ღონისძიების ბოლოს, პრეზენტაციის მონაწილეებმა თემატური პოსტერიც შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8222
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2017
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2432
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930