მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერი თაქალოს სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
15 ნოემ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ხელმძღვანელების სტუმრობას მიეძღვნა. 2015 წელს, აღნიშნულ სკოლას რებილიტაცია- ინვენტარიზაცია თიკას ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. სკოლაში სააგენტო თიკას ვიცე პრეზიდენტის მეჰმეთ სურეია ერის და თურქეთის მხარის ოფიციალური პირების სტუმრობის მიზანს რეაბილიტირებული სკოლის მონახულება და ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, პარლამენტის დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე, ადგილობრივი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი კენან ომაროვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სკოლაში მყოფ სტუმრებს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8240
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2015
სექ 19 სამ 2023
2288
ივლ 05 ოთხ 2023
2428
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930