დღეს, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები, ასევე ახლგაზრდების უფლებები, მოვალეობები და ზოგადი ინფორმაცია სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, რომელშიც მონაწილეობა სკოლის 40 მოსწავლემ და აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო. ღონისძიება მოიცავდა პრეზენტაციას, თემატური ვორკშოპსა და ჯგუფურ მუშაობას.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი“ - “კავკასიის ახალგაზრდული კავშირი”- სა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
პროექტის მიზნებია: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევა, ანალიზი და საკითხის სისტემურ ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში ახალგაზრდების ჩართულობა მოყვება.
სიახლეები
ტრენინგი მარნეულელი ახალგაზრდებისთვის
21 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 9851
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
469
აპრ 22 ოთხ 2020
15674
აპრ 22 შბ 2017
28901
იან 09 ორშ 2017
28452
აგვ 30 სამ 2016
30453
აგვ 27 შბ 2016
29740
სექ 02 პარ 2016
28165
აგვ 26 პარ 2016
27663
აგვ 30 სამ 2016
25798