მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერი კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა
14 ნოემ 2017
 

მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე აქტიურად დაიწყო. თემურ აბაზოვი დილიდანვე ჩაერთო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, გაეცნო შინა განაწესს, მერიისა და სამსახურის დებულებებს და სტრუქტურას.მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ნოებრიდან გამგეობა გარდაიქმნა მერიად, ამ კუთხით უახლოეს მომავალში გატარდება შესაბამისი პოზიტიური ცვლილებები. დღის მეორე ნახევარი, მარნეულის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრას დაუთმო. თემურ აბაზოვი, საკრებულოს წევრთან ამირან გიორგაძესთან, მერიის სამსახურის უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. „მოგეხსენებათ დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში. აქტიურად ვეცნობი მიმდინარე პროექტებს, მერიის შინა განაწესს, გავიცანი თანმშრომლები. ამჟამდ კი ვიმყოფები კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულში მოვინახულე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი და შევხვდი მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟღერებდი აუცილებლად შესრულდება, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. მე ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარნეულელი მოსახლეობის ნდობა გავამართლო!“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7990
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1996
სექ 19 სამ 2023
2267
ივლ 05 ოთხ 2023
2406
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930