მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია
01 ივნ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ეწვია. მხარის გუბერნატორი, პირველ მოადგილესთან, ალექსანდერე მეტრეველთან ერთად, მუნიციპალიტეტში გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მხარის პირველ პირს, მუნიციპალიტეტში 2013–2017 წლებში განხორციელებული სამუშაოების ამსახველი მცირე პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მოინახულეს.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6151
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1948
სექ 19 სამ 2023
2219
ივლ 05 ოთხ 2023
2348
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930