დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე მრავალფეროვნად აღინიშნა. ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–მ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ერთად ერთმანეთისთის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გამართა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც შეჯამდა მიმდინარე პროექტი და განხილული იქნა 2017–2018 წლის საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევისა და კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირების თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“– ის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, შშმ ბავშვთა/პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. დღესვე, მუნიციპალიტეტში მყოფი სტუმრებისთვის ექსკურსია მოეწყო იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე, სადაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები დაასრულა. ექსკურსიის შემდგომ, მარნეულის კულტურის სახლში მოეწყო გამოფენა/კონცერტი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სოციალური საწარმოს „ხარატულა“-ს და სოფ. შულავერში მოქმედი სტუდია „ჰობი ჰაუსის“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა. გაიმართა ინტეგრიტებული კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მეგობრების ჩართულობით. ღონისძიებას შუერთდა ანტი სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“, რომელიც მინდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქ თბილისის ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნული ცენტრი.
სიახლეები
მარნეულში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე მრავალფეროვნად აღინიშნა
15 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4673
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30391
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733