მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წერეთელში ადგილობრივები სკვერის მოწყობის კონცეფციაზე მსჯელობენ
15 ივნ 2017
 

წერეთელში ადგილობრივები სკვერის მოწყობის კონცეფციაზე მსჯელობენ დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სოფელში მდებარე 9 აპრილის სკვერის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაო შეხვედრაზე, ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სკვერის მოწყობის კონცეფციაზე, მოწვეულ არქიტექტორთან და გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ, გაეთვალათ რისკები და მიეღოთ კომპეტენტური რჩევები. აღსანიშნავია, რომ სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გამარჯვებულ 51 საპროექტო იდეებს შორის, ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა, რომელიც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი მოსახლის გიორგი მუმლაძის მიერ. აღნიშნული პროექტი, პოლონელმა ექსპერტებმა გამგეობასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობს სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. სკვერის დაპროექტებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები ხვალ, 16 ივნისს დასრულდება, 17 ივნისს კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოეწყობა, შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამუშაო ჯგუფის შედეგი და სკვერის კეთილმოწყობის საბოლოო გეგმა. აღსანიშნავია, რომ პოლონელი და ქართველი არქიტექტორის ერთობლივი ნამუშევარი მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, დაპროექტებული სკვერი, მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცემა. პროექტი საქართველოში ხორციელდება ფონდი „სხვა სივრცეს“ ინიციატივით „ბიუჯეტების განვითარება მონაწილეობის საფუძველზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში „დემოკრატიის მხარდაჭერა“ . აღსანიშნავია, რომ ფონდი „სხვა სივრცე“ წელსაც აგრძელებს სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ახალი პროექტი, სახელწოდებით „ბიუჯეტების განვითარება მონაწილეობის საფუძველზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი“, ითვლისწინებს შემდგე ოთხ მოდულს: 1. ექსპერტთა საბჭო შექმნა; 2. პრაქტიკოსები და დამოუკიდებელი ტრენერების გადამზადებას; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელბაში, ამ მოდულით პოლონელი ექსპერტები მუშაობას განაგრძობენ გორსა და საჩხერში, სადაც წელს მიმდინარეობს პროექტის დანერგვა. 4. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შემოსული ერთ–ერთი გამარჯვებული პროექტის შერჩევა და სივრცით დაგეგმვა/დაპროექტება მოსახლეობის ჩართულობით და არქიტექტორების დახმარებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4569
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1954
სექ 19 სამ 2023
2226
ივლ 05 ოთხ 2023
2357
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930