მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი

 

გამგებელი პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ კონფერენციას დაესწრო
12 სექ 2016
 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე „მონაწილეობის კულტურა და საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პერსპექტივები“.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო საქართველოში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განვითარების პერსპექტივები, სადაც კიდევ ერთხელ გაზიარდა პოლონეთის გამოცდილება და მსოფლიოს მაგალითები.

კონფერფენციაში მონაწილეობა მიიღო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმაც. მან დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა პროექტის დანერგვის პრაქტიკა მარნეულში, წარუდგინა შედეგები და იმსჯელა მის სამომავლო განვითარებასა და მნიშვნელობაზე.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. პროექტი, რა თქმა უნდა კვლავ გაგრძელდება, უფრო დაიხვეწება და მიიღებს მუდმივ სახეს. ძალიან სასიამოვნოა მოსახლეობიდან დადებითი უკუკავშირის მიღება და სურვილი იმისა , რომ წამოაყენონ იდეები და იზრუნონ თავიანთი ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე.“–აღნიშნა მერაბ თოფჩიშვილმა.
შეხვედრას პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტორს წარმომადგენელი ოთარ კონჯარია, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პოლონელი ექსპერტები, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტში“ ჩართული ადგილობრივი კოორდინატორები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა მედია საშუალებები დაესწრნენ.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის მოქალაქეთა მონაწილეობის თანადგომის ქმედებები და გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. 
შეხვედრის მეორე ნაწილი „მრგვალი მაგიდის“ სამუშაო ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს მონაწილეობის მექანიზმების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში, მათ შორის სამოქალაქო რეკომენდაციების და პრინციპების შემუშავებაზე, შემდგომ ქმედებებსა და ახალ პროექტებზე. 
შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულები. შეხვედრის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერთიფიკატით, ხოლო ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულს ლიკა ჟორჟოლიანს პრიზად ხვდა ერთ კვირიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6169
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი
ივლ 01 პარ 2016
5915
 
     
    სიახლეები
    2020 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930