მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი

 

პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტში“ ჩართული პოლონელი ექსპერტები მარნეულელ ქალბატონებს შეხვდენენ
28 ივნ 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახი“–ს ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტში“ ჩართული პოლონელი ექსპერტები, რომლებიც შეკრებილ აუდიტორიას პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ და მისი განხორციელების მეთოდიკა გააცვნეს. ასევე, აღნიშნეს რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი“ 2017 წლის ბიუჯეტისთვის, უკვე აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდეს, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავლში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 2016 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ წარმატებით განხორციელდა და დაინერგა მარნეულის მუნციპალიტეტში. 
სამოქალაქო ბიუჯეტი, არის მუდმივი პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. 
გასულ წელს, პროექტის ფარგლებში სულ შემოვიდა 49 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან 2016 წელს განხორციელდება 34 პროექტი. ამ ეტაპისათვის კი პროექტების უმრავლესობა არის ექსპლუატაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. პარტნიორები არიან: 
პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტ გამგეობა;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7147
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი
ივლ 01 პარ 2016
7335
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031