მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები

 

2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
27 ივლ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ   2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვას და 2019, 2020 და 2021 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა დაიწყო.
დღეს, 27 ივლისს, 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვდრები გაიმართა  ალგეთის, ყულარისა და შულავრის   ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის მოსახლეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“  შესახებ საინფორმაციო შეხვედრები  მუნიციპალიტეტის  18–ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება და 2 აგვისტოს დასრულდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეგისტრირებულ პირს საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად   შეუძლია წარმოადგინოს პროექტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტში.
პროექტების მიღება 25 აგვისტოს 12:00 საათზე დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6232
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
26
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031