მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები

 

2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
26 ივლ 2017
 

დღეს, 26 ივლისს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები  ქალაქ მარნეულიდან დაიწყო. დღესვე,  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  შეხვედრები გაიმართა თამარისისა და წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე მოქალაქეებს  განემარტათ თუ, რას გულისხმობს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, როგორ განხორციელდა 2015–2016 წლებში და რა სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის. მოქალაქეებს ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია  და განემარტათ იმ ცვლილებების შესახებ,  რომელსაც პროექტი ითვალისწინებს.
შეხვედრის ბოლოს მოქალაქეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, სადაც ჩამოწერეს მათ თემში არსებული პრობლემები და ისაუბრეს თუ, რომლის განხორციელებას ისურვედნენ და დაასაბუთეს რატომ.
აღსანიშნავია, დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს პროექტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტში“ .
შეხვედრები  ყველა  ადმინისტრაციულ ერთეულში  2 აგვისტოს ჩათვლით ინტენსიურად გაგრძელდება. მოქალაქებს  უკვე შესაძლებლობა აქვთ დღეიდან, 26 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით,  12:00 საათამდე წარმოადგინონ პროექტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6252
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
35
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031