მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია გაიმართა
30 აგვ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 28-29 აგვისტოს, ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“_ს ინიციატივით, სოფლებში ჩატარდა COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა ადგილობრივებს  „ერთიანი კავკასიის“ მობილური მუსიკალური პლატფორმიდან, პროფესიონალური მუსიკა შესთავაზეს და ადგილზე, სოფლებში აცრეს მსურველები.

აქცია გაიმართა სოფლებში სადახლო, შულავერი, სიონი, წერაქვი, ხოჯორნი და ყიზილაჯლო. სპეციალურმა მობილურმა ჯგუფებმა, ადგილზე აცრეს ასამდე (82) მოქალაქე.

ასევე, დარიგდა საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ქართულ,  აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 957
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031