მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა
20 ივლ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, მორაგბე რატი ზაზაძეს შეხვდა

აღსანიშნავია, რომ რატიმ კარიერა მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიწყო. ამჟამად ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარნეულელი სპორტსმენი, რომელიც ირიცხება საქართველოს 21 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში, იგი ასევე კარიერას აგრძელებს, საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის კლუბში "ნევერი".

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, საქართველოს რაგბის კავშირის  განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, გაიოზ მონიავა, კლუბ არმაზის დირექტორი, გიორგი სოსელია.

„მარნეულის მუნიციპალიტეტი ამაყობს ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებით. რატი, ამის თვალსაჩინო მაგალითია. მარნეულის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს სპორტულ სკოლასთან თანამშრომლობით. ჩვენთვის ეს მიმართულება პრიორიტეტს წარმოადგენს“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2244
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930