მარნეულის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის და მარტოხელა ხანდაზმულებისთვის 23 მარტიდან, სისტემატურად ხორციელდება პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგება. მარნეულის მერიამ, ამ ეტაპისთვის სასურსათო პროდუქტებით 570- მდე ოჯახი მოამარაგა. სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს მარნეულში მოქმედმა სავაჭრო ობიეტებმა და კერძო პირებმა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობა, მადლობას უხდის ქველმოქმედებაში ჩართულ თითოეულ პირს.
სიახლეები
სიახლეები

















