მარნეულის მუნიციპალიტეტში, 11 ივლისს მომხდარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების გზებზე მსჯელობენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებისა და დღემდე გაწეული სამუშაოების შეჯამების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები.
მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და თანამშრომლები, სტიქიის დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მყისიერად დაიწყო იმ ოჯახების იდენტიფიცირება რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა, იმდღესვე უზრუნველყო სპეციალური ტენტების შეძენა, რომელიც ყველა დაზარალებულ ოჯახს დაურიგდათ.
როგორც მოქალაქეებთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, არცერთი დაზარალებული ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება, რისთვისაც მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
სიახლეები
მარნეულში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების გზებზე მსჯელობენ
15 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4539
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15598
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28379
აგვ 30 სამ 2016
30386
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25730