მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერი დამია-გეურარხში ყურბანოვების ოჯახს ესტუმრა
01 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი,  ზაურ დარგალი, დღეს დილიდან სოფელ დამია გეურარხში, ოქტაი ყურბანოვის ოჯახს ესტუმრა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად,  მათ კუთვნილ სასათბურე მეურნეობაში, პომიდვრის დაკრეფაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მერმა, ყურბანოვების ოჯახში სტუმრობისას აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენს, თითოეული ოჯახის გაძლიერებასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მისი პრიორიტეტია სოფლად მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერა და სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის შესაბამისი ხელშეწყობა.

მერის განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, იგი სისტემატურად განაგრძობს სხვადასხვა სოფლებში სტუმრობას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების პირადად გაცნობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5704
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2029
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2449
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031