22 აპრილს, მარნეულში, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და მარნეულის რესურსცენტრის ხელშეწყობით, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში სხვადასხვა, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
სადახლოს პირველ და მეორე სკოლებში, ჩატარდა ლექციები თემაზე: „ ქართველი მხატვრები და კავკასია“; „ნიზამი განჯელი და შოთა რუსთაველი“; „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“; „თბილისის აზერბაიჯანული თეატრის წარსული აწმყო და მომავალი“.
სადახლოს კულტურის ცენტრის ფოიეში ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, დარბაზში კი, პოემების - „ლეილა და მაჯნუნი“ და „ვეფხისტყაოსანი“-ის საჯარო კითხვა გაიმართა აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. საღამოს ღონისძიებები კონცერტით დასრულდა.
მოგახსენებთ, რომ პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ახალგაზრდების ინფორმირებულობას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
სიახლეები
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ღონისძიებები სადახლოში
23 აპრ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5807
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15601
აპრ 22 შბ 2017
28824
იან 09 ორშ 2017
28381
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25732