მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალი One Caucasus – ის შესახებ
19 აგვ 2015
 

One Caucasus (ერთიანი  კავკასია) არის საერთაშორისო  ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან  იმართება და ახორციელებს გრძელვადიან  მრავალფეროვან  პროგრამას   სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი).

ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ წერაქვში.

რატომ შეირაჩა ეს რაიონი?
მარნეული არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები  მშვიდობიანად  თანაცხოვრობენ  ერთად.
პროექტის ავტორების მიზანია  შეიქმნას, შთამაგონებელი,  უსაფრთხო და  თავისუფალი  სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოში  შეხვდებიან  ერთმანეთს.
One Caucasus –ი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს  და  მოხალისეებს როგორც  კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან. თუმცა  ყველაზე მთავარი ის არის, რომ One Caucasus-ი აქტიურად მუშაობს ადგილობრივ საზოგადოებაზე. პროგრამის   ფარგლებში იქმნება საგანმანათლებლო პროგრამები,  ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ  სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. 
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში  მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი“, რაც ადგილობრივ  მოსახლეობას   საშუალებას აძლევს   აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა   აქვთ  მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში. 
„ჩვენ ვცვლით მსოფლიოს,  ჩვენი ქმედებებით“ – ეს პროგრამის ძირითადი დევიზია.
შენ შეგიძლია გახდე ამ ცვლილების ნაწილი! - შეუერთდი ფესტივალს სოფელ წერაქვში 27-დან 29 აგვისტომდე.

 

 

 

ვრცლად იხილეთ: www.onecaucasus.org

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7581
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031