მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშესთან
22 აგვ 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშეს დემიენ უომპლერს, კულტურული პროგრამების კოორდინატორს თამარ რთველიაშვილს და ამერიკული მუსიკალურ ბენდის ჰანტერტონის (Huntertones ) წარმომადგენლებს შეხვდა.

მუსიკალური ბენდი ჰანტერტონი (Huntertones ) წელს ფესტივალზე „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) პირველად მიიღებს მონაწილეობას, რომლის ჩამოყვანა საქართველოში დემიენ უომპლერის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.
ბენდის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე:
http://www.huntertones.com/
შეხვედრაზე გამგებელმა სტუმრებს გააცნო მარნეულში მიმდინარე კულტურულ სფეროში არსებული სიახლეები, ისაუბრა ფესტივალის განხორციელების მნიშვნელობაზე და მის დადებით მხარეებზე, ტურმიზის განვითარებასა და მუნიციპალიტეტში მიმიდნარე სხვადასხვა სიახლეებზე.
„ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ ხელს უწყობს უსაფრთხო და თავისუფალი სივრცის შექმნას და ერების მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და დაახლოებას, ამასთან ფესტივალი ზრდის მარნეულის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლობას, მხარში დგომისთვის და აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩო ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველთვის მხარში გვიდგას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ბენდს ჰანტერტონს (Huntertones ). დიდი მადლობა აქ ჩამობრძანებისთვის და ფესტივალით დაინტერესბიტვის.“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებლმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა წარმატებები უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8814
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031