მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” –ის შესახებ.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ფესტივალის კოორდინატორი აბდულა მეხტიევი, ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი, თვითმმართველობის თანამშრომლები, მედია საშუალების წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები , არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფესტივალის დეტალები და კიდევ ერთხელ ისაუბრეის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე.
ასევე შეაჯმეს პროექტი „ თანამონაწილეობით ბიუჯეტი“ და საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის შედეგები და გააცნეს სამომავლო პერსპექტივები.
შეგახსნებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” ჩატარდება 27–28–29 აგვისტოს სოფელ წერაქვში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტებს: