მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

საინფორმაციო შეხვედრა ფესტივალის „ერთიანი კავკასიის“ – „ONE CAUCASUS“ შესახებ
23 აგვ 2016
 

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ერთიანი კავკასიის“ – „ONE CAUCASUS” შესახებ, რომელიც 25–28 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში იმართება.

საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი უძღვებოდნენ.
შეხვედრას ადგილობრივი მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
გამგებელმა და ფესტივალის ორგანიზატორმა, პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფესტივალის დეტალები და კიდევ ერთხელ ისაუბრეს მისი ჩატარების მნიშვნელობაზე.
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან იმართება და ახორციელებს გრძელვადიან მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ წერაქვში. ფესტივალის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 9565
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
     
    სიახლეები
    2019 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930