დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ მანრეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება და ქალაქის შემდგომ, სოფლებსაც მოიცავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.