დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს. კონკრეტულად კი დროებით, საკარანტინო გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე, გაიწერა გეგმა, მომავალ დღეებში მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შეტანის შესახებ, ისე რომ არ დაირღვეს საკარანტინო პირობები და დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.
სიახლეები
მთავრობის წარმომადგენლები მარნეულში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
25 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2192
სიახლეები

















