მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მოადგილე, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. თათბირზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პანდემიის დროს მუნიციპალური სერვისები იქნას გამართულად, დროულად და ეფექტურად მიწოდებული.
მერიის თათბირი
მარნეულში სამუშაო თათბირი გაიმართა
20 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1897
სიახლეები

















