მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, თათბირზე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ -ის განხორციელების საკითხზეც, შეაჯამეს სოფლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგები და ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე.
ასევე ყურადღება გამახვილდა, სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოების, კონკრეტულად კი, მუნიციპალიტეტის მიერ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწის ნაკვეთების დახვნის სერვისის საკითხზე.
მერიის თათბირი
მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა
24 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3040
სიახლეები

















