შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურს „ეტალონი“-სა და izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს კენან ომაროვს, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ზაურ დარგალს და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს ეწვია.
შეხვედრაზე ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სამომავლოდ განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროექტებზე.
ეტალონის ავტორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობის ნიშნად საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის დიპლომები გადასცა.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა
22 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 1744
სიახლეები

















