მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობს
30 სექ 2022
 

კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებიდან დელეგაციები მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

დელეგაციებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, დამეგობრებული ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა მზადყოფნა სოფლის მეურნეობის, სოციალურ-ეკონომიკური, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველად იმყოფება დელეგაცია სლოვაკეთიდან, დაგეგმილია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა ვიტაზისა და მარნეულს შორის, რომელიც  მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია კანადის დელეგაციის წვლილი გადაჭრილ გორასთან დაკავშირებით; არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელზეც კანადის და საქართველოს ექსპედიციამ იმუშავა, მუნიციპალიტეტს მოუტანა მსოფლიო აღიარება და ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მეგობარი ქვეყნების დელეგაციებს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 658
 
 
 
სიახლეები
ნოემ 22 სამ 2022
169
აგვ 12 პარ 2022
1195
 
 
სიახლეები
2022 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031