მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტში ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება სოფელ ახკერპის, ოფრეთის, ჩანახჩის, ხოხმელის, წერაქვის, სიონის და ყუდროს საავტომობილო გზები.
მარნეულის მერიის დაკვეთით შპს „ქცია“, სხვადასხვა სოფლებში შესაბამისი ტექნიკით ახორციელებს სამუშაოებს.
ადგილზე, მარნეულის მერის - კენან ომაროვის დავალებით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით შეუფერხებლად შეუძლია.
სიახლეები
24 მარ 2022
მნახველთა რაოდენობა: 900
სიახლეები

















