მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
03 სექ 2021
 

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე - ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მოგახსენებთ, რომ სოფელ იმირჭალაში დასრულდა გზების რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 686 მეტრია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. მისმა ღირებულებამ 186 641 ლარი შეადგინა.

აქტიურად  მიმდინარეობს სოფელ დამიაში გზის მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის სიგრძე 1 586 მეტრია. პროექტის ღირებულება 410 492 ლარს შეადგენს.

ასევე, დაწყებულია სოფელ ხიხანში შიდა გზების რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 1287 მეტრი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 377 285 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ახლოლალოში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მინი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ღირებულებამ 128 887 ლარი შეადგინა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 927
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031