მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სამოქალაქო კლუბების წევრებთან
22 ნოემ 2019
 

20 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკაში, პროგრამა „მომავლის თაობის“ აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა.

სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლიდან  (მარნეულის #1, კასუმლოს, ალგეთის #2, აზიზქენდის, წერეთლის, თამარისის #1, ხიხანის და საიმერლოს), ყურადღება ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს.  მერისგან მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ და გაეცვნენ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ, სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის „სიქა“- ს ორგანიზებით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1133
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031