მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება.
აღნიშნული ცენტრების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე დავით ტორუასთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე ქალაქ მარნეულს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნებათ, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტებს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.
სიახლეები
სასწრაფო სამედიცინო ცენტრები მარნეულში
25 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5282
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15605
აპრ 22 შბ 2017
28829
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29677
სექ 02 პარ 2016
28093
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25734