მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა, ზაურ დარგალმა, მუნიციპალური ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე, შ.პ.ს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დასაქმებულ მძღოლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზე, გაჩერებების მოწესრიგებასა და მუნიციპალურ ავტოპარკში დასაქმებული მძღოლებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მერმა, მუნიციპალური ავტოპარკის დირექციისგან დეტალურად გამოიკითხა ის საჭიროებები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც დღეის მდგომარეობით არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად და ხარისხიანად გადაჭრის.
სიახლეები
მარნეულის მერმა მუნიციპალური ავტოპარკი დაათვალიერა
17 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 1374
სიახლეები

















