მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

მამადუ დიუფის მუსიკალური ვორქშოპი მარნეულში
22 აგვ 2015
 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ინტერდისციპლინარული ვორქშოფების ფარგლებში პოლონელმა ვოკალისტმა მამდუ დიუფმა მარნეულის კულტურის სახლში ადგილობრივ მუსიკალურ ბენდებს „მაუგლი“-ს და „მარნელი“-ს მუსიკალური ვორქშოპები ჩაუტარა.

სამ საათიანი ვორქშოპის იდეა სხვადასხვა ერთობლივ მუსიკალურ იმპროვიზაციებს, ექსპერიმენტებსა და მამადუ დიუფის მუსიკალური გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა დამწყები მუსიკოსებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მამადუ დიუფი სენეგალური წარმოშობის პოლონელი ვოკალისტი, საზოგადო მოღვაწე და მწერალია. ამასთან იგი ვეტერინარიც გახლავთ. ეს უნივერსალური შემსრულებელი უამრავ მუსიკალური პროექტის თანაავტორია. მაგ: Tam Tam Project, აგრეთვე Diolof-Man ტრიო პაკო სართან და მუჰამედ მ’ბოსთან ერთად. ის ასევე თანამშრომლობდა პოპულარულ პოლონურ ბენდებთან და შემსურლებლებთან, როგორიცაა Voo Voo, ანა-მარია ვოპეკი, კინორის ორკესტრი და ასობით სხვა. დიუფს ქმნის კლუბურ მუსიკას. იგი გამოცდილი DJ გახლავთ.
მისი ფესტივალზე გამოსვლის დრო: პარასკევი, 28 აგვისტო, დასაწყისი - 21 : 00, წერაქვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8058
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031