მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

პრესკონფერენცია მედიისთვის ფესტივალ ONE CAUCASUS შესახებ
23 აგვ 2016
 

დღეს, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმტაიმნიუსის“ პრესკლუბში, მედიისთვის ჩატარდა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ერთიანი კავკასიის“ – „ONE CAUCASUS” შესახებ, რომელიც იმართება 25–28 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში.

პრესკონფერენციას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან იმართება და ახორციელებს გრძელვადიან მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ წერაქვში. ფესტივალის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8851
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031