მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება
15 სექ 2023
 

ქალაქ მარნეულში, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი ხორციელდება.

სამუშაო პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და  წყლის ახალი რეზერვუარები. პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად დასრულდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულების შემდგომ 24 საათიანი წყალმომარაგებით 22 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.

სამუშაო პროცესს ასევე ადგილზე გაეცნენ  რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1782
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1490
სექ 19 სამ 2023
1734
ივლ 05 ოთხ 2023
1938
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031