საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული, ადგილობრივებსა და სტუმრებს, სცენიდან პირადად მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სახელოვანი ბრძოლიდან 901-ე წელი, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა, რომლის ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სადაც მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა:
პოლკოვნიკ - ოთარ დოლიძეს;
მასტერ სერჟანტს - გენრი სიმსივეს;
სერჟანტ - ალექსანდრე ქოთოლაშვილს;
სახალხო დღესასწაულს მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სიახლეები
დიდგორობა 2022
12 აგვ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2983
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15601
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28380
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25732