საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ინტერდისციპლინარული ვორქშოფები გრძელდება.
დღეს, სოფელ ქვემო სარალში არაფორმალურ გარემოში ადგილობრივ ბავშვებს ჩაუტარდათ ვორქშოპი თემაზე „კომუნიკაცია“, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ პრეზენტაციებს: რა არის კომუნიკაცია, სწორი კომუნიკაციის ფორმები და ურთიერთობები დისკუსიის ფორმატში.
აღსანიშნავია ბავშვების მაღალი ინტერაქტიულობა, რომლებმაც პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით შეძლეს საკუთარი განცდებისა და შეხედულებების დაფიქსირება სწორი კომუნიკაციის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო ტრენინგი ფესტივალის საორგანიზატორო გუნდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელმაც ტრენერების ტრანსპორტირება უზრუნველყო.
თავად ვორქშოპის იდეა ეკუთვნის ფესტივალ „ONE CAUCASUS”-ის ერთ-ერთ მოხალისეს ნაილა გუსეინლის აზერბაიჯანიდან.