მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

მერია პრიორიტეტების დოკუმენტსა და 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
31 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპლიტეტეტის მერია,  2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2020- 2023 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მზნით,   აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების  სისრულეში მოყვანის მიზნით,  დღეს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მოადგილეებთან ზაურ ტანატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.

მერიის თათბირს, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, განყოფილების უფროსები და მუნიციპალური ა(ა) ი პ - ის დირექტორები ესწრებოდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე, დეტალურად იქნა განხილული პროგრამული ბიუჯეტირების არსი და ამოცანები, რომლის  მიზანია სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის ამაღლება, სახელმწიფო სექტორის დაწესებულებების დაფინანსებისა და მათ მიერ მიღწეული შედეგების ურთიერთკავშირის გაძლიერება.

თათბირის მონაწილეებმა, აგრეთვე   იმსჯელეს მოცემული მომენტისთვის, მერიის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე, რომელიც ემსახურება კონკრეტული სფეროს პოლიტიკის გარშემო რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას და მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზებას.

პროგრამული ბიუჯეტირების  პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მუნიციპალიტეტს  ამოცანების შესრულების პროცესში მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაცია NDI , სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უცხადებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3898
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3783
დეკ 13 ხუთ 2018
4941
მარ 06 სამ 2018
5551
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930