სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი პრიორიტეტია, გამომდინარე აქედან ადგილობრივი თვითმმართველობა ეტაპობრივად აშენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებს.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საიმერლოში.
ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი. საბავშვო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთხი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი, სამზარეულო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები.
მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები და სპორტულ/სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
მოგახსენებთ, რომ ბაღის შენობა–ნაგებობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულია, მე–2 მსოფლიო ომის ვეტერანთა და აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილი მებრძოლის ზაზა ბოჭოიძის მემორიალი, პროექტით გათვალისწინებულია მისი ადგილმდებარეობის შეცვლა, კერძოდ კი მემორიალი განთავსდება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრზე.
ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 686 000 ლარი. ამჟამად უკვე დასრულდა ტენდერი სამშენებლო სამუშაობზე, რომლის შემდგომაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
02 აპრ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4887
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
434
აპრ 22 ოთხ 2020
15616
აპრ 22 შბ 2017
28839
იან 09 ორშ 2017
28393
აგვ 30 სამ 2016
30402
აგვ 27 შბ 2016
29686
სექ 02 პარ 2016
28107
აგვ 26 პარ 2016
27603
აგვ 30 სამ 2016
25743