მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2015-07-21

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის წყლის მარცხენა შენაკადის ხევში, სოფელი წერაქვიდან 2,5 კმ-ის მანძილზე, ბუნებრივად მოზღუდულ ტყიან, მყუდრო ადგილას მდებარეობს.

ვრცლად
2015-07-16

ბუნებრივი მწვანე ბორცვი მარნეულის მუნიციპალიტეტში, დებედას ხეობაში, სოფელ კიროვკას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტს  წარმოადგენს. ამ დრომდე აქ არქეოლგიური სამუშაოები არ წარმოებულა.  აღნიშნულ ადგილზე 2014 წელს ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწის ზედაპირზე აიკრიფა ძირითადად შავპრიალა ზედაპირის მქონე კერამიკის ჭურჭლის ფრაგმენტები, ამასთანავე ბორცვის სამხრეთი ფერდის ზედაპირზე დაფიქსირდა სავარაუდო კედლის კონტურები.

ვრცლად
2015-07-08

სოფელი წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში მდებარეობს, მარნეულიდან 40 კმ-ის დაშორებით.  წერაქვი იყოფა ზემო და ქვემო სოფლებად. ქვემო წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში  მდებარეობს , ხოლო ზემო წერაქვი კი დღევანდელი დასახლებული სოფელია.

ვრცლად
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930