2014-05-09
9 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერნებს ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი მოულოცეს და მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრში“ საზეიმო სადილზე მადლობა გადაუხადეს თავდადებისათვის და სიმბოლურად საათები გადასცეს საჩუქრად.
ვრცლად
2014-05-08
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში იმართება მეგობრული მატჩები ფეხბურთში, ხოლო 26 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
ვრცლად
2014-05-07
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ./მომხს. მ. სამაშვილი/
ვრცლად
2014-05-07
მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოში არსებული მოდ-პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’, რომლის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში იაღლუჯას მთაზე განთავსებულ ნაგავსაყრელზე ორგანული დამაბინძურებლების გაჟონვის შემცირება.
ვრცლად
2014-05-02
30 აპრილს მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვიენ. შეხვედრაზე მერაბ თოფჩიშვილმა პედაგოგებს მუნიციპალიტეტიში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და დაინტერესდა პედაგოგების პრობლემებით.
ვრცლად
2014-05-02
01.05.2014 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სამუსიკო სკოლაში გამართულ ,,კლასიკური მუსიკის საღამოს’’ დაესწრო და მოისმინა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელების მიერ შესრულებული პროგრამა. გამგებელი მიესალმა მოსწავლეებს და მოუწოდა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.
ვრცლად
2014-05-02
1 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ საიმერლოს სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. გამგებელმა სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ვრცლად
2014-04-25
ამა წლის 25 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. მათ მუნიციპალიტეტის ეკონომიურ განვითარებაზე იმსჯელეს და განიხილეს არსებული პრობლემები.
ვრცლად
2014-04-16
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 34 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ვრცლად
2014-04-10
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხს. ვ. მამედოვი/
ვრცლად
2014-04-10
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. ზუსტად 25 წლის წინ თბილისში, დილით 04:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
ვრცლად
2014-04-08
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მისამართი: ქ. მარნეული ნარიმანოვის ქ. №4
ტელ.: (+995 357) 22 22 60
ვრცლად
2014-04-07
4.04.2014 მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შ.პ.ს. მოძრავი ფილარმონია ,,MOVING SHOW”-ის მიერ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.
ვრცლად
2014-04-01
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი განაგრძობს შეხვედრებს მარნეულის საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებთან.
ვრცლად
2014-03-31
31 მარტს მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა მარნეულის №6 საჯარო სკოლის კოლექტივს და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
ვრცლად
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
586
აპრ 22 ოთხ 2020
15749
აპრ 22 შბ 2017
28985
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30541
აგვ 27 შბ 2016
29806
სექ 02 პარ 2016
28237
აგვ 26 პარ 2016
27742
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |