სიახლეები
მარნეულმა "მწნილისა და მურაბის ფესტივალს" უმასპინძლა
04 ოქტ 2014
ფესტივალი, 4 ოქტომბერს, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, მარნეულის სასურსათო ქარხნის ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილი და მურაბა დაგემოვნებინათ და პროდუქცია სპეციალურ ფასადაც შეეძინათ.ფესტივალი ფოლკლორულმა ანსაბლმა "მოძახილმა" გახსნა. ღონისძიებაზე მისულ პატარებს კი ზღაპრის გმირები, ოჩოფეხიანი ანიმატორები და ქუჩის მსახიობები ართობდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას. "მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ფესტივალს ვმასპინძლობთ, რადგან მარნეულის სასურსათო ქარხანა ადგილობრივ ნედლეულისგან დამზადებულ საკონსერვო ნაწარმს უშვებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ვუსურვებ ქარხანას წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და გაძლიერებას, რაც ამავდროულად სარგებლიანია ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერებისთვისაც, რომ საკუთარ მეურნეობებში მოყვანილი მოსავალი რაიონში არსებულ საწარმოში ჩააბარონ და შემოსავალიც მიიღონ."მარნეულის სასურსათო ქარხნის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა: "ამ საწარმოში საკმაოდ დიდი პოტენციალია, ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა მისი სრულად დატვირთვაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა 2015 წელს მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ნედლეული და ქარხანამ აწარმოოს გაცილებით მეტი პროდუქცია ვიდრე დღეს."მწნილისა და მურაბის ფესტივალმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტარტი პირველ სექტემბერს აიღო და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად იმართება. ფესტივალი ტრადიციულად დედაქალაში "თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება.
{AG}2014.10.04-mwnilebisa.da.murabebis.festivali{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2765
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
591
აპრ 22 ოთხ 2020
15750
აპრ 22 შბ 2017
28986
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30545
აგვ 27 შბ 2016
29810
სექ 02 პარ 2016
28239
აგვ 26 პარ 2016
27748
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |