სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს
24 სექ 2014
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოჩიშვილისა და სტუმრების საუბრის მთავარი თემა მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები იყო. გამგებელმა სტუმრებს ადგილობრივ დონეზე ფერმერულ მეურნეობაში არსებული მდგომარეობა გააცნო, ხოლო მათგან USAID- ის პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოისმინა.,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ახორციელებს მოიცავს ორ მიმართულებას:1) დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სისტემის მართვის სტრუქტურის და პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში. 2) გააუმჯობესოს რაიონში დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ცოდნა. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობის წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება, პროდუქტულობის ზრდა და სიღარიბის შემცირებაა.
როგორც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში კი შესაძლებელი გახდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპულ ბაზარზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერებისა და გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლისა და ინფორმირებულობის ამაღლების საკითხს.გამგებელმა სამინისტროს წარმომადგენლებს შესთავაზა, საპილოტე მეურნეობების განვითარება. მისი აზრით, ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხებით საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ ხარისხის უპირატერსობა და შეთავაზებული სიახლეები საკუთარ მეურნეობებშიც დანერგონ. "ჩვენი წინადადება სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მისაღები აღმოჩნდა. მათ პროექტის განხორციელებისთვის გვთხოვეს მოვიძიოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც საცდელი მეურნეობები განთავდება და დაინტერესებულებს საშუალება მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობები თავად განსაზღვრონ."- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერასთვის მინისტრის მოადგილეს იური ნოძაზეს მადლობა გადაუხადა."დაინტერესებული ვიყავით შევხვედროდით მარნეულის გამგებელს და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თავის მხრივ მოწოდებულია ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად. - განაცხადა პროექტის "ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსაუხრების გაძლიერება საქართველოში"-ს ხელმძღვანელმა როლანდ სმიტმა.
{AG}24.09.2014-shekhvedra.fermerebtan{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 3172
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
587
აპრ 22 ოთხ 2020
15750
აპრ 22 შბ 2017
28986
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30544
აგვ 27 შბ 2016
29809
სექ 02 პარ 2016
28238
აგვ 26 პარ 2016
27745
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |