სიახლეები
გამგეობის თათბირი 17.09.2014
17 სექ 2014
გამგებელმა შეხვედრაზე მყოფ ყველა წარმომადგენელს სოფლებში არსებული მდგომარეობა გამოკითხა და ურჩია, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებაში.სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გამგებელმა სამსახურის ხელმძღვანელებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშიც მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში, რომლის დაგეგმვაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, მთავარ პრიორიტეტად, სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოწესრიგების გარდა, კვლავ განისაზღვრება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, როგორიცაა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კეთილმოწყობა, გზების რეაბილიტაცია და სხვა. „დღეს გაფართოებული თათბირი ჩავატარეთ, სადაც თითოეულ ჩემს წარმომადგენელს მოვუსმინე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად. კმაყოფილი ვარ წარმომადგენლების მუშაობით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში რადგან ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდება დაგეგმილი პროექტები. მათ სხვადასხვა სოფლებიდან მადლობა გადმომცეს დაპირებული სიტყვის შესრულებისათვის, რაც ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ის პროექტი რომელიც ამ ეტაპზე მარნეულში მიმდინარეობს, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის ხორციელდება. გვაქვს დიდი პროექტებიც, როგორიცაა ბიბლიოთეკის აშენება და კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რაზეც უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებემა მერაბ თოფჩიშვილმა.
{AG}17.09.2014-gamgeobis.tatbiri{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2876
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
69
აპრ 03 ოთხ 2024
814
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29190
იან 09 ორშ 2017
28755
აგვ 30 სამ 2016
30735
აგვ 27 შბ 2016
30011
სექ 02 პარ 2016
28455
აგვ 26 პარ 2016
27931